LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა MTV Video Music Awards-ზე იმღერებს – ბოლოს არტისტი დაჯილდოების სცენაზე კორონავირუსის პანდემიის დროს წარდგა

159
photo-collage.png (2)

7 სექტემბერს, ლედი გაგა MTV Video Music Awards-ზე იმღერებს. გავრცელებული ინფორმაცია არტისტის მსმენელისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან ამავე საღამოს ასევე ნიუ-იორკში, თუმცა სხვა ლოკაციაზე მისი მიმდინარე ტურნეს პერფორმანსია ჩანიშნული. ამ ეტაპზე უცნობია წარდგება თუ არა მომღერალი დაჯილდოების სცენაზე, რადგან არ გამორიცხავენ, რომ მისი წარმოდგენა ეთერში კონცერტიდან გავიდეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე დადიოდა ხმები, რომლის თანახმად თარიღების დამთხვევის გამო, MTV დაჯილდოების გამართვის რიცხვის შეცვლას გეგმავდა, რათა გაგას საღამოზე დასწრება შეძლებოდა.

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების წლევანდელი დაჯილდოების ტოპ ნომინანტი, სწორედ ლედი გაგაა.

ბოლოს შემსრულებლის პერფორმანსი VMAs-ზე 2020-ში, კორონავირუსის პანდემიის დროს, განსხვავებულ ფორმატში ჩატარებული ღონისძიების დროს ვიხილეთ. დაჯილდოებაზე მუსიკოსის სადებიუტო სანახაობა, 2009 წელს შედგა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ლედი გაგა MTV Video Music Awards-ის 18-გზის გამარჯვებულია. 2020 წელს, მას სპეციალური პრემია – Tricon Award მიანიჭეს. ჯერჯერობით ის Michael Jackson Video Vanguard Award-ის რეციპიენტი არ გამხდარა.

მერაია ქერი მაიკლ ჯექსონის სახელობის პრემიას მიიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები