LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა, რეიჩელ ვაისი, ემი ადამსი – ვარსკვლავები ,,ოსკარების პრე-წვეულებაზე (ფოტო)

9391844-0-image-a-205_1549318690409

4 თებერვალს, ბევერლი-ჰილზში, ,,ოსკარების” პრე-წვეულება გაიმართა, რომლის სტუმრები პრემიაზე ნომინირებული მსახიობები, მათ შორის: გლენ ქლოუზი, ბრედლი კუპერი, რამი მალეკი, ლორა დერნი, მელისა მაკკარტი, სპაიკ ლი, ვიგო მორტენსენი, რეჯინა კინგი, მაჰერშალა ალი, უილემ დეფო და სხვები იყვნენ.

 

საღამოს ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ლედი გაგა იქცა. 32 წლის არტისტმა პუბლიკის ყურადღება თავისი ელეგანტურობით მიიპყრო. მას Louis Vuitton-ის თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც Yvan Tufenkjian-ის ბრილიანტის საყურეები შეუხამა.

საკმაოდ ნაზად გამოიყურებოდა რეიჩელ ვაისი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დედა მეორედ გახდა. მან არჩევანი Marc Jacobs-ის ვარდისფერ კაბაზე შეაჩერა.

ღონისძიებას Oscar de la Renta-ს ღრმად დეკოლტირებული მწვანე კაბით სტუმრობდა ემი ადამსი, რომელმაც ლუქს Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი შეუხამა.

შეგახსენებთ, რომ 91-ე ,,ოსკარები” 24 თებერვალს, ლოს ანჯელესში გაიმართება. ცერემონიალს დოლბის თეატრი უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები