ლედი გაგა მაიკლ პოლანსკიზე დაინიშნა. ინფორმაციის ნამდვილობას, თავად არტისტი ადასტურებს.
საქმე ისაა, რომ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ლედი გაგას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ – გაბრიელ ატალთან შეხვედრაა აღბეჭდილი. კადრებში ჩანს, რომ მუსიკოსი პრემიერს პოლანსკის, საქმროდ აცნობს.
@gabriel_attal Thank you Lady Gaga for your stunning performance at the opening ceremony. It was breathtaking. 🤩🫶
♬ son original – Gabriel Attal
აღსანიშნავია, რომ წყვილი პარიზში ერთად იმყოფებოდა. 46 წლის Საქმრომ მონაწილეობა 38 წლის საცოლის პერფორმანსის დაგეგმვაში მიიღო. Მუსიკოსმა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე 1960 წლის ფრანგული სიმღერა – Mon Truc en Plumes შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ლედი გაგასა და მაიკლ პოლანსკის ურთიერთობა სტარტს 2020 წლიდან იღებს.