ლედი გაგამ თავის ოფიციალურ არხზე სიმღერაზე „Til It Happens to You“ კლიპი წარმოადგინა. სიმღერა ფილმის „The Hunting Ground“ საუნდტრეკს წარმოადგენს, სადაც ამერიკის კოლეჯებში სექსუალურ ძალადობაზე არის საუბარი. ვიდეოში ფილმიდან ეპიზოდებია ჩასმული.
თრექის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი ნაილ როჯერსია.
„იმედი მაქვს, რომ გრძნობთ სიყვარულს და მხარდაჭერას ამ სიმღერიდან. მინდა, გაიგოთ, რომ არ ხართ მარტოები“-განაცხადა ლედი გაგამ.