LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას აქამდე უცნობი ვიდეო, რომელშიც ის მსოფლიო აღიარებამდე Lollapalooza-ზე მღერის

153
Lady-Gaga-cantando-no-Lollapalooza-de-2007-em-Chicago-e1713636892255

ქსელში ლედი გაგას აქამდე უცნობი ვიდეო მოხვდა, რომელშიც ის კარიერის საწყის ეტაპზეა აღბეჭდილი. კადრებში, რომელიც 2007 წლით თარიღდება, მომღერალი ფესტივალის – Lollapalooza მცირე სცენაზე პერფორმანსისას არის გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მას მსოფლიო ჯერ კიდევ არ იცნობდა, სწორედ ამ პერიოდში არტისტი სიმღერებს ისეთი შემსრულებლებისა და ბენდებისთვის წერდა, როგორებიც არიან: ბრიტნი სპირსიფერგი, New Kids on the Block და The Pussycat Dolls.

ლედი გაგამ აღიარება და პოპულარობა 2008 წელს, სადებიუტო სტუდიური ალბომის – The Fame გამოშვებისთანავე მოიპოვა. ის რეპერ – Akon-ის აღმოჩენაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები