LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა ,,კოაჩელას” ჰედლაინერად დასახელდა – დაანონსდნენ სხვა პერფორმერებიც

148
1_Coach

ყველასთვის მოულოდნელად, ქსელში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის – Coachella 2025 წლის სრული ლაინაფი გამოქვეყნდა. როგორც წესი, ფესტივალზე პერფორმერთა სია ახალი წლის პირველ რიცხვებში ვრცელდება, თუმცა ამ დღეებში ინფორმაციამ ინტერნეტში გაჟონა, რის გამოც ორგანიზატორებს გეგმების შეცვლა და მათი ვინაობის დროზე ადრე, ოფიციალურად გამხელა მოუწიათ.

ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის ჰედლაინერები: ლედი გაგა, Green Day, Post Malone და ტრევის სკოტი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა ,,კოაჩელას” ჰედლაინერი მეორედ გახდება. ფესტივალზე მისი პირველი გამოსვლა ამ რანგში 2017 წელს შედგა, როცა ორსულობის გამო, ბიონსე ჩაანაცვლა.

37 წლიანი კარიერის განმავლობაში, Green Day ფესტივალზე სადებიუტო პერფორმანსით წარდგება.

Post Malone ,,კოაჩელაზე” არაერთხელ გამოსულა, თუმცა როგორც მთავარი შემსრულებელი ფესტივალის სცენას პირველად დაიკავებს.

ამ ამპლუას, ასევე პირველად მოირგებს – ტრევის სკოტი. აქამდე მისი ჰედლაინერობა კოაჩელაზე, 2020 წელს იგეგმებოდა, რასაც ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. შემდეგ 2022 წელს, თუმცა მაშინ რეპერი საზოგადოების მოთხოვნით, ფესტივალიდან მოხსნეს. მიზეზი მის კონცერტზე მომხდარი ტრაგედია იყო. 2021 წელს, სკოტის მიერ დაარსებულ ფესტივალზე – Astroworld ჭყლეტას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით დამსწრე კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ ინდიოში ჩასული მელომანების განწყობაზე ასევე ისეთი არტისტები და ბენდები იზრუნებენ, როგორებიც: მისი ელიოტიCharli XCX, Megan Thee Stallion, ბენსონ ბუნი, ლისა და სხვები არიან.

,,კოაჩელა” ორი კვირის განმავლობაში, 11-13 და 18-20 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის, ,,კოაჩელას” ისტორია სტარტს 1999 წლიდან იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები