მიმდინარე ზაფხულს ლედი გაგას ქორწილი იგეგმებოდა, თუმცა ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ცერემონიამ გაურკვეველი ვადით გადაიწია. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არა შეყვარებულებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, არამედ სურვილია, რაც შეიძლება მალე გახდნენ მშობლები.
ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ წყვილს იმნდენად უნდა ბავშვი, რომ მათ სპეციალური მზარეულიც კი დაიქირავეს, რომელიც ნაყოფიერების ასამაღლებელ საკვებს ამზადებს. ამასთან ლედი გაგა აქტიურად სვამს ვიტამინებს ორსულებისთვის. მალიბუს სახლში კი ლედი გაგამ და ტეილორ კინიმ უკვე დაიწყეს საბავშვო ოთახის გაკეთება. ქორწილის გადახდას კი ისინი ბავშვის დაბადების შემდეგ გეგმავენ.