ტეილორ კინისა და ლედი გაგას რომანი ცოტა ხნის წინ დასრულდა. წყვილი დანიშნული იყო და დაქორწინებასაც გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად მათ ურთიერთობა დაასრულეს. თავდაპირველად ცნობილი გახდა, თითქოს კინიმ გაგას უღალატა, თუმცა მომღერალი მალევე გამოჩნდა ახალ ბოიფრენდთან ერთად და ყველაფერი ნათელი გახდა. ტეილორი კი ჯერ ისევ მარტოა და აცხადებს, რომ ახალი ურთიერთობებისთვის მზად არ არის.
ლედი გაგასთან დაშორების შემდეგ, მსახიობმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და იდეალურ ქალზე ისაუბრა: „არ არსებობს ტიპაჟი, რომელიც განსაკუთრებულად მომწონს. ჩემთვის მთავარი ადამიანის ენერგეტიკაა. როდესაც იდეალურ ქალზე ვფიქრობ, განსაკუთრებული ვიზუალური ნიშნები არ მახსენდება. ვფიქრობ ადამიანის არამატერიალურ მხარეებზე, გაგებაზე, იუმორის გრძნობაზე… ყველაფერი ამის გარშემო იქმნება“.