რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ლეგენდარული მცველი იაშკა ციგანკოვი მოკლეს. ის უკრაინის დასაცავად ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.
იაშკა ხარკოვის რეგიონში იზიუმისთვის ბრძოლაში დაიღუპა.
დაღუპულ უკრაინელ სამხედროს, თავის ფეისბუქგვერდზე ე.წ. ქავერ ფოტოდ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო ჰქონდა დაყენებული.
ანწუხელიძის ფოტო იაშკა ციგანკოვს 2014 წელს აქვს ფეისბუქზე ატვირთული.
UNIAN კი ავრცელებს ფოტოს, სადაც იაშკა ციგანკოვს ჯარის ფორმა აცვია, საქართველოს დროშის ნიშნით.