ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ქალიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აღდგენა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი ასაკის ადამიანისთვის ნორმალურია, რომ მსგავსი ოპერაციების შემდეგ, ხანდახან გიწევს ორი ნაბიჯის გადადგმა წინ და ერთის – უკან. ის გუშინ გადაიღალა და პატარა ნაბიჯი ჰქონდა უკან, მაგრამ დღეს ორი ნაბიჯი წინ გადადგა“, – წერს კელი ნასიმენტუ.