ლეგენდარული მერილინ მონრო ჟურნალ CR Fashion Book China-ის გარეკანზე გამოჩნდა. ამჯერად რედაქციამ გააცოცხლა მსახიობის 3D ფოტოები, რომელიც საარქივო მასალის გაციფრულებულ ვერსიებზე შეიქმნა. ახალ ფოტოებზე მონრო „ფენდის“, „მიუ მიუს“, „ბალენსიაგას“, „ბალმეინისა“ და სხვადასხვა ბრენდების სამოსში პოზირებს.
ამ ფოტოპროექტის ავტორი კარინ როიტფელდია, რომელიც ამბობს, რომ მერლინ მონროს ფოტოებზე მუშაობა მისი ოცნება იყო. ახალმა პროექტმა კი მას მისცა შესაძლებლობა ლეგენდარული მონრო სხვადასხვა ბრენდის სამოსში ახლებურად წარმოეჩინა.
მერლინ მონროს ფილმიდან ამოჭრილი შიშველი კადრები ნაპოვნია