შტატებში გამართულ აუქციონზე სახელად – Skipco გაიყიდება ავტომობილები ფილმებიდან – „უკან მომავალში“, „მოჩვენებებზე მონადირენი“ და ასევე ბეტმობილი. ყველა მანქანა ამერიკელ თაღლითს გადასახადების დამალვის გამო ჩამოართვეს.
აუქციონზე გაიყიდება ბეტმობილის ასლი. რეპლიკა Chevrolet Caprice Classic-ის ბაზაზეა აგებული და 5,7 ლიტრის V8 ძრავითაა უზრუნველყოფილი. სპეციალურად ფილმისთვის, მანქანას რეაქტიული მილიც დაუმონტაჟეს და სუპერგმირისთვის შესაფერისი სალონიც დაუმზადეს.
კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდება არის მოდელი Ecto-1, რომელიც უნივერსალი Cadillac-ის ბაზაზეა აგებული. თეთრ ტყავში შესრულებული სალონის მქონე რეპლიკა ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც ის ფილმში „მოჩვენებებზე მონადირენი“ გადაიღეს.
აუქციონის დამაგვირგვინებელი ექსპონანტი 1981 წლის Delorean-ის ასლი გახდა. მანქანა რომელმაც პოპულარობა „უკან მომავალში“ გამოჩენის შემდეგ მოიპოვა. ლეგენდარული ავტომობილის სალონში „დროის საათია“ დამონტაჟებული, იქვეა განთავსებული ტაბლო, რომელზეც წერია რომ 88 მილი/საათში სიჩქარის დროს „სერიოზული უსიამოვნებებია“ მოსალოდნელი.
სამივე ავტომობილის მფლობელი თაღლითობისთვის დააპატიმრეს და მას ჯარიმის სახით 25 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.