LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას – 78 დღის შემდეგ გმირი მებრძოლები შეტევაზე გადავიდნენ და ურდოსები გაანადგურეს: ბუკა პეტრიაშვილი

649
ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში, კერძოდ მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას!“. მისივე განმარტებით, უწყვეტი დაბომბვების, მასიური შტურმების, უმძიმესი ბლოკადის 78 დღის შემდეგ მარიუპოლის არაამქვეყნიური გმირი მებრძოლები შეტევაზე გადავიდნენ და აზოვსტალის ქუჩებში ურდოსები გაანადგურეს!

როგორც ბუკა პეტრიაშვილი წერს, წითელი ჯვრის და გაეროს ჩართულობით დაიძრა პროცესი და შეიძლება მარიუპოლიდან დაჭრილი მებრძოლების ევაკუაცია მოხდეს უახლოეს დღეებში.

„აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო!

დიახ, დიახ, დიააააახ –

ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას!

აბა მითხარით, თუ სასწაული არ ვიხილეთ გუშინ საღამოს ტელეგრამ არხებზე და მერე ფბ-ზე –

უწყვეტი დაბომბვების, მასიური შტურმების, უმძიმესი ბლოკადის 78 დღის შემდეგ მარიუპოლის არაამქვეყნიური გმირი მებრძოლები შეტევაზე გადავიდნენ და აზოვსტალის ქუჩებში ურდოსები ანადგურეს! დიდება გმირებს! სიკვდილი მტერს!

ამასობაში წითელი ჯვრის და გაეროს ჩართულობით დაიძრა პროცესი და შეიძლება!!! დაჭრილი მებრძოლების ევაკუაცია მოხდეს უახლოეს დღეებში!

თურქეთის პრეზიდენტი ძალიან ყოჩაღობს – პასუხისმგებლობას იღებს მარიუპოლის გმირების თურქეთში გაყვანასა და ომის დასრულებამდე თავისთან გაჩერებაზე! პუტინს კატეგორიული უარი არ უთქვამს!

გუშინაც გაშმაგებით უტევდა ურდო აღმოსავლეთით ჩვენებს, მაგრამ რა მიიღეს?

ურდოსების 20-მდე ტანკი, 30-მდე ჯავშანმანქანა, 1 ვერტმფრენი კა-52, 4 უპილოტო საფრენი აპარატი, რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა და 160 ორკი დაფერფლეს და დაბუგეს ჩვენებმა!

რუსული გემი “ვსევლოდ ბობროვი” ჩვენების ნეპტუნმა სწორ #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ს კურსზე დააყენა!

ჩერნობაევკა ფროდაქშენმა მე-19 სერია გადაიღო! გიზგიზებდა და ხმამაღლა ტკაცუნებდა ურდოს შეიარაღება!

გენერლები და თვითმფრინავები გადამალეს ამ ლაჩრებმა! მაინც გიპოვით ცაშიც, ზღვაშიც და მიწაშიც!

ბრიტანული და ამერიკული მძიმე შეიარაღება აგუგუნდა! აბა მოიდა კობზონის კონცერტის ბილეთებიიი! გაავსებს გეუბნებით სტადიონს კობზონი!

გენერალი ბენ ჰოჯესის შეფასებით, ზაფხულის განმავლობაში ურდო განადგურებულ, გაფარჩაკებულ, სისხლგამოცლილი აღმოჩნდება ისევ იქ, სადაც იყო 24 თებერვალს! უჰ მანამდე კიდევ იმდენი რამე მოხდება და იმდენი ორკი მოკტებააა, გიყვარდეს!

ყველაზე მაგარი ანეკდოტი – ურდომ, საპასუხო ზომებს მივიღებთ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზეო! აი ვინც არა?

უკრაინა იმარჯვებს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“,- წერს ბუკა პეტრიაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g