LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ნილ იანგი ახალი ალბომით ბრუნდება

139
page

ლეგენდარული ნილ იანგი ახალი ალბომით ბრუნდება. ალბომის სახელწოდებაა Before and After და მისი პრემიერა 8 დეკემბერს შედგება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნამუშევარში არტისტის ნაკლებად ცნობილი სიმღერები იქნება შესული.

„ალბომში შესული ტრეკები არა როგორც ცალკე მდგომ სიმღერებად, არამედ ერთ მთლიან ნაწარმოებად უნდა მოისმინოთ. ასეთია  ჩემი გზავნილი მსმენელთან“, – წერს ნილ იანგი.

ლეგენდარულმა ნილ იანგმა ყველა სიმღერა გაყიდა

შეგახსენებთ, ნილ იანგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. მუსიკოსს  სამი „გრემის“ ჯილდო აქვს მიღებული. არტისტი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ ორჯერ შეიყვანეს.  2006 წელს  მას „მანიტობას“ ორდენი გადაეცა, მას ასევე კანადის ოფიცრის წოდება აქვს მინიჭებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები