LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეღვი შეიძლება მივირთვათ ხილად, ხილფაფად, ან მურაბად, მისი ფოთლების ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება ერთი და იგივეა: ქაშიბაძე

89
Untitled design

“წელს 10 წელი სრულდება, გარკვეული იუბილეა, ძალიან ბევრ ტრადიციას ამდენი ხანი არ გაუძლია, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება”, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ლეღვის ნახარშით მიღებულ დამწვრობებზე საუბრის დროს განაცხადა.

ქაშიბაძე ამბობს, რომ წელს ცენტრში ლეღვის ნახარშით დამწვარი პაციენტები ჯერ არ მიუღიათ და ცენტრის ყველა თანამშრომელს იმედი აქვს, რომ მსგავსი შემთხვევა წელს არ დაფიქსირდება:

“ლეღვი შეიძლება მივირთვათ ან ხილად, ან ხილფაფად, ან მურაბად. ყოველ შემთხვევაში, მისი ფოთლების ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება არის ერთი იგივე. მცდელობის დასაწყისშივე ეს ყველაფერი მთავრდება დამწვრობის ცენტრის მონახულებით. ლეღვის ფოთლების ნახარში და დამწვრობა არის ერთი და იგივე. ლეღვის ფოთლები რუჯთან არც პირდაპირ, არც ირიბად დაკავშირებული არ არის. ჩვენი ყველანაირი მცდელობა წყალში იქნება ჩაყრილი”. – თქვა ქაშიბაძემ.

როგორც გუგა ქაშიბაძე აღნიშნავს, მართალია რუჯი მოდაშია, გოგოებს გარუჯული ბიჭები მოსწონთ, ბიჭებს კი გარუჯული გოგოები, თუმცა შესაძლებელია რუჯის უფრო ცივილურად მიღება და რეკომენდაციების დაცვა:

“მესმის, რომ რუჯი მოდაშია, გოგოებს მოსწონთ გარუჯული ბიჭები, ბიჭებს მოსწონთ გარუჯული გოგოები, მაგრამ შეიძლება გაცილებით უფრო ცივილურად მივიღოთ რუჯი, გამოვიყენოთ რეკომენდაციები, თუნდაც მზისგან დამცავი კრემები, რადგან მზისგან დამცავი კრემის გარეშე გასვლა ფაქტობრივად იგივეა, რაც საცურაო კოსტიუმის გარეშე გასვლა”. – თქვა მან. .

ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, დამწვრობის ცენტრში მოთავსებულია ორი ახალგაზრდა, რომლებმაც ზედაპირული დამწვრობა მთელს სხეულზე მიიღეს:

“ამ წუთს დამწვრობის ცენტრში 2 ახალგაზრდა გოგონა წევს. რუჯის მიღების მიზნით მიიღეს ზედაპირული დამწვრობა მთელს სხეულზე. რეკომენდებულია მზეზე ყოფნა დილის 11:00 საათამდე და დღის 16:00 საათის შემდეგ. განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ მზისგან პატარა ბავშვები და მოხუცები. მათი საცურაო კოსტიუმები მაქსიმალურად უნდა ფარავდეს სხეულს, თუ იქნება გრძელსახელოიანი და გრძელი შორტები უკეთესია”. – თქვა ქაშიბაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, მზისგან დამწვრობის შემთხვევაში, სახლში დამზადებული პრეპარატები არ გამოიყენონ. 

magti 5g