LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეღვის ფოთლების ნახარშით სხეულის დამწვრობა 12 და 15 წლის დებმა მიიღეს – დაზიანება მძიმეა: გუგა ქაშიბაძე

91
1

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობით 2 მოზარდი მოათავსეს.

მოზარდები 12 და 15 წლის დები არიან, მათ ნახარში გარუჯვის მიზნით წაისვეს.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ “ფორმულასთან” განაცხადა, ერთ პაციენტს დამწვარი აქვს სხეულის 20%, ხოლო მეორეს – 40%.

როგორც ქაშიბაძე აღნიშნავს, წელს ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევაა:

“ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დაზიანება მაინც მძიმეა. წელს ლეღვის ფოთლებით ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევაა. იმედი გვქონდა, რომ წელს მაინც არ გვექნებოდა მსგავსი ფაქტები, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს. თან ბავშვები არიან.” – განაცხადა ქაშიბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები