გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის მილოცვას, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი ეხმაურება და აცხადებს, რომ „ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება“. წერეთლის თქმით, ანტონიო გუტერეშის ეს მილოცვა მისთვის მოულოდნელი იყო.
ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს – მსურს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მოგილოცოთ
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გაერო-ს ეს წერილი და რაღაც ჟესტი ამოვარდნილია იმ საერთო კონტექსტიდან და საერთო განწყობიდან, რაც საერთაშორისო თანამეგობრობაშია. ევროკავშირში, ამერიკის შეერთებული შტატებში ცნობაზე და ლეგიტიმაციაზე კი არა, ყოველდღიურად სანქციებზეა საუბარი.
ეს ნამდვილად არაფერს ცვლის, რადგან პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობა არ იცვლება. სიმართლე რომ ვთქვა, რაც ხდება და როგორც მიდის ეს პროცესი, არ იყო მართლაც მოსალოდნელი ამ შემთხვევაში, გაერო-ს მხრიდან იქნებოდა ამგვარი გადაწყვეტილება, მაშინ როცა სხვა ორგანიზაციებში ვხედავთ როგორი შეხედულებებია, როგორი კრიტიკაა, როგორი განცხადებები ისმის და როგორ სანქციებზეა საუბარი. არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა ჰქონდეს და დიდი სიხარული გამოიწვიოს. აქ ყველა ფოტოს გადაღება, ან შეხვედრა რომელიმე საელჩოსთან დე-ფაქტო ხელისუფლებაში აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამ ნაბიჯებით, ამ პოლიტიკით არაფერი შეიცვლება“,- განაცხადა წერეთელმა.