Leica-მ ახალი კამერა Q3 გამოუშვა. ეს გახლავთ კამერა, რომელიც აკმაყოფილებს ფოტოგრაფთა მოთხოვნებს გაჯეტებთან დაკავშირებით. პრემიუმ კომპაქტური კამერის გამოყენება მოყვარულებსაც შეუძლიათ. თანაც, ისეთი ზომა აქვს, რომ თქვენს ყოველდღიურ კომპანიონად მარტივად აქცევთ, არც მტვერს იკრავს და წყალგაუმტარიცაა.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მას სრულიად ახალი BSI-CMOS სენსორი აქვს Triple-Resolution-Technology-ით და Raw სურათები 60, 36 ან 18-მეგაპიქსელიან DNG ფორმატში შეუძლია გადაიღოს.