LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგამ თაყვანისმცემლებს საავადმყოფოდან მიმართა

40

ამ დღეებში, პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ლედი გაგამ „ინსტაგრამზე“ საავადმყოფოს პალატაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„ქრონიკული ტკივილების გამო დღეს მძიმე დღე მქონდა, თუმცა ძალიან მადლიერი ვარ არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც მეხმარებიან. კიდევ მე ვფიქრობ ჯოანზე და იმაზე, რა ძლიერ ტკივილებს უძლებდა ის და უკეთ ვგრძნობ თავს“, – დააწერა მან ფოტოს კომენტარის სახით.

https://www.instagram.com/p/BM7UxeIDt_O/

შეგახსენებთ, რომ ჯოანი მომღერლის საყვარელი დეიდაა, რომელიც 1974 წელს, 19 წლის ასაკში მჭამელას შედეგად გარდაიცვალა. სწორედ მის საპატივსაცემოდ დაარქვა გაგამ უკანასკნელ ალბომს Joanne, რომელიც ოქტომბერში გამოვიდა. თავად პოპ-ვარსკვლავიც წითელი მჭამელათი არის დაავადებული.

ვარსკვლავის აღიარებას ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: თაყვანისმცემლების დიდმა ნაწილმა მას თანაგრძნობა გამოუცხადა. მომღერალმა მადლობა გადაუხადა მათ აქტიურობისთვის და საკუთარი მკურნალობის შესახებ განუცხადა. ლედი გაგას თქმით, ის ხშირად სტუმრობს ინფრაწითელ ცენტრს, რომელიც ჰომეოპათიის პრობლემით არის დაკავებული. მკურნალობა კი წარმოადგენს „ვერცხლისფერი პლედის“ პრინციპს, რომელიც საუნაში რამდენიმე ვიზიტს გულისხმობს, რაც არც ძვირი ჯდება და ამასთან, ორგანიზმიდან დეტოქსის გამოდევნას და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოცილებას გულისხმობს.

https://www.instagram.com/p/BM-GxxBBY_n/

ამასთან, გაგას თქმით, ტკივილებთან გამკლავებაში მას ცივი აბაზანის მიღება შველის. ვარსკვლავმა იმედი გამოთქვა, რომ ამ რჩევებით ის ბევრ ადამიანს დაეხმარება, რადგან მათი ეფექტურობა საკუთარ თავზე აქვ გამოცდილი.

შეგახსენებთ, რომ ლედი გაგა 30 წლისაა და მსოფლიო შოუ-ბიზნესში ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ სერიალ „ამერიკული დანაშაულებების ისტორიის“ მესამე სეზონში ის დონატელა ვერსაჩეს განასახიერებს.

https://www.instagram.com/p/BND6LnijZnr/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g