ის რომ ლეიდი გაგას სვირინგები ძალიან უყვარს, მისმა გულშემატკივრებმა კარგად იციან. სასურველი იეროგლიფები მომღერალს სხეულზე აქვს ამოსვირინგებული და ამით ძალიან ამაყობს. როგორც ჩანს, ამჯერად ამ გატაცებამ უფრო სერიოზული სახე მიიღო და გაგამ საკუთარის სახელი სამოსზეც ამოტვიფრა. Gaga, სწორედ ეს წარწერა ჰქონდა დატანილი გაგას მოკლე შორტზე, რომლითაც ის ფოტოგრაფებთან გამოჩნდა. მომღერალი ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს.
ტატუების გარდა, ლეიდი გაგას ბოლოდრონდელი აკვიატება მოკლე შორტებია, რომლის გარეშეც 30 წლის შემსრულებელს ვეღარ ნახავთ. ამჯერადაც, ლეიდი გაგას ლონდონური ჩაცმულობა მოკლე შავი შორტი, ტყავის ქურქი და ტოპი გახლდათ.