LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელი, რომელსაც რამდენიმე კვირის სიცოცხლე დარჩა, ქართულ სუფრას ნატრულობდა: “ხოდა, დღეს ასეთი, ლამაზი სუფრა გაშალეს”

228
BeFunky-collage (1)

Facebook-ის მომხმარებელი, ნიკო ქელბაქიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადას ის ყვება როგორ დაეხმარა ოჰაიოში ლეიკემიით დაავადებულ ამერიკელს საქართველოს საელჩო, როდესაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ქართულ სუფრას ნატრობდა.

ჩემი ამერიკელი მეგობრის ფილიპის პოსტია ეს, თავის დროზე ლონდონში ქართულ რესტორნებში დამათრევდა ხოლმე, გადარეულია ქართულ სამზარეულოზე და ოჰაიოში არაა არანაირი ქართული რესტორანი და მომენატრება კერძებიო.
რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ მის მეგობარს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ლეიკემია დაუდგინეს და ცოტა ხნის წინ უთხრეს, რომ სულ რამდენიმე კვირის სიცოცხლე დარჩა, ქართული სუფრა უნატრია, იმიტომ რომ თვითონაც გაგიჟებულია ქართულ კერძებზე. ხოდა, იქნებ დამეხმაროო, ასეთ სიტუაციაში ქართული სუფრა ოჰაიოში სად ვიშოვოო, ვინმე ქართველს ხომ არ იცნობ ან აქ ან ახლომახლო, რომ სუფრის მოწყობაში მომეხმაროსო. პანდემიის გამო ფრენები არაა და უახლოეს ქართულ რესტორნებამდე კარგა დიდი მანძილია იქიდან.
ერთადერთი, რაც მომაფიქრდა, ვურჩიე Spend 4 Seasons in Georgia-ში დაეპოსტა, მაინც მთელი დუნია ხალხია შეკრებილი და იქნებ ვინმე გამოჩნდეს-მეთქი. დაპოსტვიდან მალევე ატყდა ერთი ამბავი და გადაპოსტვები, ერთ-ორ საათში ოჰაიოელი ქართველებიც ჰყავდა მონახული და მერე საერთოდ საელჩოდან დაუკავშირდნენ, ელჩი დავით ბაქრაძე შეჰპირდა საელჩოს მზარეულის გაგზავნას. ხოდა, დღეს აი, ასეთი ლამაზი სუფრა გაშალეს ნიგვზიანი ბადრიჯნებით, შქმერულით, ტარხუნის ლიმონათით, ქართული ღვინით და კიდევ ბევრი რამერუმით.
ხოდა, ბარაქალა ამ ჯგუფის შემქმნელებსაც, საელჩოსაც, ელჩსაც, მზარეულსაც და მის დელეგაციასაც, რომლებიც ვაშინგტონიდან დეიტონში ჩავიდნენ (8-10სთ არის გზა), ამ ამბავში ყველა ჩართულ ადამიანსაც და იმათაც, ვინც ოდნავი ფაციფუცი გასწიეს ფილიპის პირველი პოსტის წაკითხვისთანავე.”

https://www.facebook.com/niko.kelbakiani/posts/3496800953666852

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები