LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიკემიით დაავადებული დემეტრე ჭელიძისა და მისი მშობლების გერმანიაში გამგზავრებას დიმიტრი ცინცაძის ფონდი დააფინანსებს

400
demetre-chelidze-news19

4 წლის დემეტრე ჭელიძის შესახებ ინფორმაცია გუშინ „ფორტუნას“ ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. პატარას ოჯახის ფინანსურ დახმარებას ითხოვდა, რადგან დემეტრეს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და მისი გერმანიაში გამგზავრების უზრუნველყოფისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯებია დასაფარი.

დიმიტრი ცინცაძის ფონდმა მცირე ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დემეტრესა და მისი მშობლების გამგზავრებას გერმანიაში ფონდი უზრუნველყოფს, თუმცა საჭიროა მკურნალობისთვის აუცილებელი თანხის შეგროვება.

გთავაზობთ ფონდის განცხადებას:

„4 წლის დემეტრე ჭელიძეს მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი უზრუნველყოფს ბავშვის და მშობლის მგზავრობას გერმანიის მიმართულებით, ჩვენს მეგობრებს კი გვინდა გთხოვოთ კვლევებისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში დაგვეხმაროთ. დემეტრეს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს საკონტროლო კვლევა და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

#გავ1ანდეთ #დემეტრესთვის

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ დემეტრეს მამის, თემურ ჭელიძის (პირადი ნომერი: 01024022612) პირად ანგარიშზე

თიბისი ბანკი

ანგარიშის ნომერი:

#GE83TB7305136515100021 GEL

#GE73TB7305136615100023 USD

#GE46TB7305136615100024 EURO“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g