LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა გაფრინდაშვილი: „რამდენიმე აზრი ზოგიერთი მშობლის პათოლოგიაზე, გადააკეთოს ან გადმოაკეთოს საკუთარი შვილი…“

187
lela-gafrindashvili-news

დღის აქტუალური თემაა 7 წლის გოგონას ვიდეოები, რომლებსაც მისი მშობლები ავრცელებენ და სადაც გოგონა ბავშვისთვის შეუფერებლად აცვია და ასევე შეუსაბამოდ ცეკვავს.

ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილი გამოთქვამს თავის მოსაზრებას ამგვარ ვიდეოებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლებსაც მშობლები ვერ იაზრებენ.

„რამდენიმე აზრი მინდა გამოვთქვა ზოგიერთი მშობლის პათოლოგიაზე – გადააკეთოს ან გადმოაკეთოს საკუთარი შვილი, მისი ხშირად დაუკმაყოფილებელი, პათოლოგიური ვნებების მიხედვით.

– თანამედროვე ინტერნეტიზებულ, გლობალიზებულ სამყაროში ბავშვებისთვის ( როგორც სუსტი და გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის) უამრავი რისკი არსებობს. ერთ-ერთი რისკი არის პედოფილია.

– პედოფილი უმრავლეს შემთხვევაში არის ადამიანი, რომელსაც ბავშვი უპირობოდ ენდობა : ნათესავი, მასწავლებელი, სასულიერო პირი, ექიმი და ა.შ

– მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს (უმეტესად გოგონებს) მოზრდილი ადამიანების მსგავსად სექსუალურად აცმევენ, კაზმავენ, ღებავენ – თავადაც პათოლოგები არიან. (ბოდიშს კი ვიხდი ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს ასეა და რაც ბევრი გააცნობიერებს ამას, მით უკეთესი მათთვის და მათი შვილებისთვის!!)

– ავადმყოფობას კი, მეგობრებო, მკურნალობა სჭირდება, სერიოზული მკურნალობა. ერთ-ერთი უძლიერესი მკურნალი არის განათლება.

– მშობლებისთვის უნდა არსებობდეს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რათა მათ ელემენტარული განათლება მიიღონ ბავშვთა ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის და ასაკობრივი თავისებურების შესახებ.

– მშობლებს ცალკე უნდა ასწავლიდნენ (ან არსებობდეს სახელმწიფო ან ალტერნატიული) სერვისები, სადაც მათ აუხსნიან, თუ როგორ უნდა გადასცენ სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვებს ელემენტარული ცოდნა საკუთარი ფიზიოლოგიის შესახებ.

– მშობლებს სჭირდებათ სპეციალური განათლება საიმისოდ, რომ იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რომლებითაც სავსეა თანამედროვე სამყარო და ამის შესახებ შვილებთან საუბარი შეეძლოთ“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g