LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა მებურიშვილი: გული მწყდება, რომ არ ვარ იმ პროექტის ნაწილი, რომელიც ძალიან მომწონს

19

გადაცემის სტუმარი მსახიობი ლელა მებურიშვილი იყო.  საუბარი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“, პირადი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების გარშემო წარიმართა.

– ლელა, როგორია შენი განწყობა?
– არაჩვეულებრივად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ წვიმს და საცობებია და ცივა, ძალიან მიყვარს ასეთი ამინდები. ჩემი მეგობრები ხშირად გაბრაზე4ბულები მირეკავენ და მეკითხებიან, ვარ თუ არა ბედნიერი, როდესაც გარეთ ასეთი ტალახია და მეც ვპასუხობ, – დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ!

– რამეს თუ უსმენ ამოჩემებულად ასეთ ამინდში?
– წვიმის დროს რომ კონკრეტულად რამეს ვუსმენდე ასე არ ვარ, მაგრამ არსებობს რამდენიმე მუსიკოსი, ვისაც სიამოვნებით ვუსმენ.

– შენ უკვე იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი, როდესაც სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მონაწილეობდი…
– დიახ, ძალიან რთული პერიოდია ამ მხრივ ჩემთვის. უამრავი ზარი შემოდის, ბევრს მწერენ სოციალურ ქსელშიც. კარგად მესმის ყველასი, მაგრამ ჩემთვისაც არანაკლებ რთული და ემოციურია ეს ყველაფერი. თუმცა, ეს პირველი არ არის და ასეთი რამეები სამწუხაროდ ხშირად ხდება და უნდა გავუმკლავდეთ.

– თუ უყურებდი სერიალს, სანამ კატოს როლზე აგიყვანდნენ?
– არ მსიამოვნებს, როდესაც ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ტელევიზორის ყურება იშვიათად მიწევს და სიმართლე რომ ვთქვა არც მიყვარს. მირჩევია, ის კონკრეტული რაც მაინტერესებს ინტერნეტით მოვიძიო და ისე ვუყურო.

როდესაც როლზე დამამტკიცეს, ბევრი სერია არ მქონდა ნანახი, ამიტომ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოვილაპარაკეთ, რომ ეს საუკეთესო საშუალება იქნებოდა, რომ ახლებური კატო შეგვექმნა და ძველ ხაზს არ გავყოლოდით.

– ხალხი ითხოვდა ძველი კატოს დაბრუნებას, თუ გაღიზიანებდა მოსახლეობის ასეთი დამოკიდებულება?
– ეს ასეც იყო ჩანაფიქრში, განსხვავებული უნდა ყოფილიყო. სიმართლე, რომ ვთქვა, არ ვზივარ და არ ვკითხულობ კომენტარებს სოციალურ ქსელში, ამასთან, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი და შეხედულება. ზოგს მოვეწონები, ზოგს არა, ხალხის უმრავლესობა ცხოვრობს ამ სერიალით და მათი პრეტენზია მესმის. ამიტომ არ არის სწორი, რომ ამ ყველაფერზე გავღიზიანდე.

– ნინო გაჩეჩილაძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ძალიან კარგი. ერთ სპექტაკლში ვთამაშობთ და ძალიან კარგად ვართ.

– როგორც ვიცი, ნინოსთვის ეს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მან თავად დატოვა იგი.
– როდესაც მე შემომთავაზეს ეს როლი, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ნინოსთვის დამერეკა და მასთან მელაპარაკა, ასეც მოვიქეცი, შევხვდით, ვკითხე რჩევა და აზრი თუ რას ფიქრობდა ამაზე. ძალიან კარგი რჩევა მომცა და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დავთანხმებულიყავი. ვიცოდი, რომ ამ თემის გარშემო დიდი ამბავი ატყდებოდა, მაგრამ მზად ვიყავი.

–   სერიალში მონაწილეობის დროს გათხოვდი და მოგიწია ამერიკაში ყოფნა. ამ დროს შენი თვალით დანახული „ჩემი ცოლის დაქალები“ როგორი იყო?
– ბევრი ახალი სახე შეემატა სერიალს იმ პერიოდში და ეს ძალიან კარგი იყო.

– წამოსვლის მიზეზად რა გითხრეს?
– მათ არ გავუთავისუფლებივარ სერიალიდან, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ დავრჩენილიყავი, რადგან კიდევ ერთხელ ამ პერსონაჟის შეცვლა არ სურდათ. როდესაც მე დავიწყე „იმედში“ მუშაობა, ყველაფერი ამის შემდეგ მოხდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ იცოდნენ, რომ სხვა ტელევიზიიდან მქონდა შემოთავაზება და ამაზე არანაირი პრობლემა არ იყო, კონტრაქტშიც გვეწერა ეს ყველაფერი. თუმცა, რაღაც მოხდა აშკარად. არჩევანის გაკეთება მომიწია და გავაკეთე.

ვინ დაგაყენა ამ არჩევანის წინაშე?
– მართლა არ ღირს ამაზე საუბარი და დეტალების განხილვა. ბევრი კარგი მეგობარი მყავს იქ და მეგობრებს შორის ამ ყველაფერზე ლაპარაკი არ არის კარგი.

– გაბრაზებული ხარ?
– არ ვარ გაბრაზებული, მითუმეტეს „ჩცდ“-ის ჯგუფზე. ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა და ძალიან ვაფასებ თითოეულ მათგანს. ესაა ცხოვრება და ტრაგედია არ უნდა შევქმნათ ამისგან. თუმცა, გული მწყდება, რომ არ ვარ იმ პროექტის ნაწილი, რომელიც ძალიან მომწონს და მიყვარს.

– შენ ხარ მსახიობი და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალიზებული იყო შენს საქმეში. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა შენი პროფესია არ აგირჩევია. რატომ?
– მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩემი წილი კატო შევქმენი მაქსიმალურად. საკმაო დრო გავიდა და მემგონი ამ პერსონაჟში ჩემი თავი ამოვწურე.

– როგორ მოგწონს შენი თავი ტელევიზიაში?
– ძალიან მომწონს ჩემი თავი წამყვანად. „ეკივოკის“ შემდეგ მქონდა დანაკლისი და ის შემივსო „იმედმა“. ძალიან აქტუალურია ეს თემა და მსიამოვნებს მათთან ერთად მუშაობა.

– რაც შეეხება პირადს, როგორი ურთიერთობა გაქვს დავით საგანელიძესთან?
– ძალიან კარგი. მხიარული და კარგი ადამიანია და არაჩვეულებრივად ერთობა ბავშვებთან ერთად.

– თუ გიყურებდა „ჩემი ცოლის დაქალებში“?
– არა მგონია, რომ იმისი დრო ჰქონდეს, რომ სერიალებს უყუროს.

ძიძა გყავს?
– კი, მყავს, რომელიც ძალიან მეხმარება ალექსანდრეს აღზრდაში. თავიდან ვფიქრობდით, რომ ძიძა არ უნდა გვყოლოდა, რადგან ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები მთელი ყურადღებით გადმორთულები იყვნენ ბავშვზე. თუმცა, საბოლოოდ მაინც ძიძის აყვანა მოგვიწია და საბედნიეროდ ძალიან გაგვიმართლა.

შენ და ბაჩო თუ იცლით რომანტიკისთვის?
– არის ხოლმე ასეთი პერიოდებიც, თუმცა მაინც, ვცდილობთ ბავშვან ერთად ვიყოთ ყველგან, იმიტომ, რომ მასთან ერთად ისედაც ცოტა დროს ვატარებთ.

მეუღლე როგორ ეგუება შენს გრაფიკს?
– ბაჩომ იცოდა თავიდანვე ეს ყველაფერი და გათხოვების შემდეგ ახალი არაფერი აღმოუჩენია. შეყვარებულობის პერიოდში ყველაზე დაკავებული ვიყავი და ღამის 1 საათზე მელოდებოდა ხოლმე და სახლში მივყავდი. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყო რეალიზებული და ვერ წარმოუდგენია, რომ არ ვმუშაობდე.

როგორი დიასახლისი ხარ?
– საკმაოდ კარგი. დაკავებული გრაფიკის მიუხედავად ჩემს სამზარეულოში ყოველთვის წესრიგია და ყველაფერი კარგადაა.

თუ უკეთებთ ერთმანეთს სიურპრიზებს?
– რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია საჩუქრებით ერთმანეთის განებივრება.

– რომელიც იყო ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი?
– ყოველთვის ვხვდები წინასწარ, რამეს რომ აპირებს, თუმცა, ბოლოს პირდაპირ ეთერში ჩემს დაბადების დღეზე სიურპრიზი მომიწყო და ტორტებთან და ფეიერვერკებთან ერთად, სტუდიაში ალექსანდრე შემომიყვანეს, რაც ძალიან ემოციური იყო.

თუ ეჭვიანობს ბაჩო შენზე?
– არა, არცერთი არ ვართ ეჭვიანები. კარგად ესმის ბაჩოს, რომ მსახიობობა ჩემი საქმეა და პირადთან არანაირი კავშირი არ აქვს არ აქვს.

მას თუ მოუცია ეჭვიანობის საბაბი?
– არა.

რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში?
– ჩემი მეგობრები ხშირად მეკამათებიან თუ რატომ არ მაქვს რეაქცია ჩემს შესახებ დაწერილ უარყოფით კომენტარებზე. არ მაღიზიანებს, არ ვბრაზდები, რა ვქნა, ასე ვფიქრობ მე. საერთოდ, ზოგადად ძალიან დადებითი კუთხით ვუყურებ ყველაფერს.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ჯერ-ჯერობით ვარ “იმედში” და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ასევე მაქვს შემოთავაზებებიც და როდესაც რამეს გადავწყვეტ, აუცილებლად ნახავთ ყველა.
როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც აქ გაატარე?
– ნამდვიალდ კარგი და სასიამოვნო. ბევრი დადებითი მოდის და ძალიან კარგია ეს.

წარმატებებს გისურვებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები