LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას ახალი ლაივშესრულება – „ნისლისფრად თოვს“ (ვიდეო)

lela-wurwumia

ლელა წურწუმიამ „პირველი არხის“ მუსიკალურ გადაცემაში „აკუსტიკაში“ ბენდ „ნონოსტოპთან“ ერთად ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზა. მომღერალმა ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერა „ნისლისფრად თოვს“ წარმოგვიდგინა, რომელიც ირინა სანიკიძის ტექსტზეა შექმნილი.

ჯგუფ „ნონსტოპის“ შემადგენლობაში არიან დრამერი სანდრო სახამბერიძე, გიტარისტი ზურა კიკნაძე, ბასგიტარისტი კოკა მამალაძე, მესაყვირე არჩილ დავითაშვილი და პიანისტი ნიკოლოზ ჩარკვიანი.

ლელა წურწუმია ბენდთან ერთად უამრავ კორპორატიულ თუ სხვა სახის წვეულებაზე გამოდის და საკუთარ რეპერტუარს ასრულებს. მათ მაკა ზამბახიძეც ხშირად უერთდება შვილთან, სალომე ჩიტაძესთან ერთად.

ახალ ლაივზე ლელა წურწუმია, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა საყვარელი შავი ფერის კაბასა და გრძელ გაშლილ თმაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g