ნაძალადევში, „ლელო- ძლიერი საქართველოსა“ წევრებს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე კვერცხები ესროლეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გამოდიოდა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება” „ლაყე კვერცხების“ პარტიაა და ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, მან შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.
„ტიტუშკები” გვესტუმრნენ და კვერცხებს ისვრიან. ეს არის „ქართული ოცნების” სახე, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ „ტიტუშკები” ჰყავს გარშემო. ასეთი სასაცილოა ხოლმე „ქართული ოცნება”. ასეთი სასაცილო მცდელობებით ვერაფერს გააკეთებენ.
ეს არის მათი მინუსი, რომ დედისტოლა ადამიანებს ესვრიან კვერცხებს ჩირგვებიდან, იმ ნანგრევებიდან, სადაც ახლა სკოლა უნდა იდგეს, ოღონდ, ამ ადამიანებს არც სკოლასთან, არც განათლებასთან, არც კულტურასთან და როგორც რუსი პრემიერ-მინისტრი კობახიძე იტყოდა, არც IQ-სთან არ ჩაუვლიათ. არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს არც ეროვნულობასთან, არც ქართველობასთან, არც ქალობასთან და არც კაცობასთან. „ქართული ოცნება“ ლაყე კვერცხების პარტიად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა კუპრაძემ.