„ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ მოხარულია, ორ პოლიტიკურ ძალას შორის საწყისი, გამხსნელი ეტაპის დადგომით.
„დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.