LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო” მედიის ყველანაირი გადასახადისაგან 3 წლით გათავისუფლების ინიციატივას წარმოადგენს

59
საბა ბუაძე

პარტია “ლელო” მედიის 3 წლით გადასახადების გათავისუფლების ინიციატივას წარმოადგენს, რაც საბა ბუაძის განცხადებით, ყველანაირი გადასახადისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.

ბუაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მისი თქმით, ამის საჭიროება იმ მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია, რაც ქვეყანაში შეიქმნა და პანდემიით რამაც სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა.

ბუაძის თქმით, ამ ინიციატივის აუცილებლობა აგრეთვე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებამ დააყენა დღის წესრიგში, რაც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ეხება.

“სხვა მოცემულობაში ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართული. „ლელო“ აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევენებამდე ითხოვდა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდან სარეკლამო ბაზარზე შესული თანხის სახით დისკომფორტი შეუქმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროვოს“, – განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მიზანი არის არა აზარტული თამაშების რეგულირება, არამედ მედიაზე ზეგავლენის მოხდენა.

“ღარიბაშვილის ორმაგი სტანდართი თუნდაც იმაში ჩანს, რომ წინასაარჩევნოდ გონიოში კაზინოს ქალაქის შექმნას გვპირდებოდა.” – აცხადებს ბუაძე.

მისი თქმით, გასულ ზაფხულს პრემიერმა გადასახადებისაგან რამდენიმე კაზინო გაათავისუფლა და თბილისში მდებარე კაზინოებს მოსაკრებელი გაუნახევრა.

” ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ორმაგ სტანდარტს და უტიფრობას, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი და ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აზარტული თამაშების რეგულირება და მოწესრიგება კი არ უნდა, მათ სურთ აზარტული თამაშების გავლით მედიაზე მოახდინონ ზეგავლენა.” – აცხადებს ბუაძე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის თქმით თავად აზარტული თამაშები ამ ქვეყანაში უმწვავეს პრობლემად რჩება.

“ჩვენ ვიცით, რომ მოზარდი მოსახლეობის თითქმის 10% დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა 20% არის აზარტული თამაშების გადაჭარბებულად მოთამაშე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ის გაღრმავდა „ქართული ოცნების“ პირობებში. ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – აღნიშნა ბუაძემ.

როგორც მან განაცხადა, „ლელოს“ ინიციატივა საზოგადოებისა და მედიის ინტერესებს დააბანალსებს.

“აუცილებელია, რომ დავაბალანსოთ მედიის ინტერესი და კრიტიკულ მედიას არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ პრემიერისგან პრობლემები შეექმნას” – საბა ბუაძე

„ახლა, ამ პრობლემის სარჩულით ისინი ცდილობენ, რომ შექმნან პრობლემა და ზუსტად ამას ეხმიანება ჩვენი ინიციატივა, რომ დაბალანსდეს საზოგადოებისა და მედიის ინტერესები და მედიამ ამ ფორმით არ მიიღოს ზიანი. ამ ფორმით ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მედია გათავისუფლდეს გადასახადებისგან და არ მიიღოს ზიანი სარეკლამო შემოსავლების შემცირებით.

ბევრი მედიასაშუალებისათვის აზარტული თამაშებიდან სარეკლამო შემოსავლებში შემოსული თანხები წარმოადგენს მთლიანი კომერციული შემოსავლის 20%-ს. ამიტომ აუცილებელია, რომ დავაბალანსოთ მედიის ინტერესი და კრიტიკულ მედიას არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ პრემიერისგან პრობლემები შეექმნას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები