“ლელოს” ბათუმის ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი, ირმა გოგიტიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ Facebook-ზე ავრცელებს.
„სამწუხარო ამბავი გვაქვს აჭარიდან. “ლელოს” ბათუმის ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი, ირმა გოგიტიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა.
ირმა ერთ-ერთი პირველი ლელოელი, ჩვენი აქტიური წევრი და აჭარაში პირველი ოფიციალური თანამშრომელი იყო.
ირმა გოგიტიძე ჩვენს გუნდს მაშინ შემოუერთდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავით პარტია, საზოგადოებრივ მოძრაობას ვქმნიდით და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით.
“ლელოს” სახელით გვსურს მივუსამძიმროთ მის ოჯახს და თანამებრძოლებს. ირმას გარდაცვალებამ ყველას გული გვატკინა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.