LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელოს“ ინიციატივით, ჰესების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ

178
BeFunky-collage

დღეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციას, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება, რიონის ხეობის მცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის სამოქალაქო პროტესტს სოლიდარობას უცხადებს პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“.

განაცხადებაში, რომელსაც პარტია ავრცელებს, ნათქვამია, რომ  “ლელო” არის ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენი ქვეყნის ჰიდრორესურსების გონივრული გამოყენებაა აუცილებელი.

“თუმცა ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რაც ეფუძნება ნეიტრალური ექსპერტების შეფასებებს. განსაკუთრებით საგულისხმოა მეწყრებისა და მიწის ეროზიის ზრდის რისკები. არსებობს მოსაზრებაც, რომ პროექტი არსებული სახით მნიშვნელოვნად შეცვლის მიკრო-კლიმატს და დააზიანებს უნიკალური ტვიშის ვენახებს, რაც გარდა თავისი უნიკალურობისა, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა”.- ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, „ლელო“ ხელისუფლებისგან მოითხოვს შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა ეს საკითხი არ იქნება განხილული ექსპერტებისა დამოსახლეობის ჩართულობით და არ იქნება მიღწეული კონსენსუსი.

“მანამდე კი, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მოამზადოს საერთაშორისო, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც მოახდენს ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირებას და რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანია, ინვესტორმა მოსახლეობას შესთავაზოს არამხოლოდერთჯერად კომპენსაციები, არამედ დაარწმუნოს იმაში, რომ გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარება. „ლელოს” ინიციატივით, ახალი ჰიდროელექტროსადგურების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ და მიიღონ გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი, პირადი ქონების დათმობის სანაცვლოდ”.- აცხადებენ “ლელოში”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები