LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები: ირაკლი კობახიძე

93
fortuna.ge (5)

„ლელოსავით“ 3 % რომც ავიღოთ მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება არჩევნები “- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არ იქნება დამოკიდებული  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე.

“შეგახსენებთ ჩვენს განცხადებას, ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული იმისათვის, რომ კოალიციური მმართველობა, ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ მივიღებთ ჩვენი კეთილი ნებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენი კეთილი ნებით, 53%-ის შემთხვევაშიც დავნიშნავთ: ირაკლი კობახიძე

"ძირი გამოუთხარეს პოლარიზების დასრულების მიზანს"- ირაკლი კობახიძე ოპოზიციის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაიმეორებს.

“მეორე ტური იქნება თუ არა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი და შესაბამისად, დრო ძალიან ბევრია, აქედან გამომდინარე დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება მეორე ტურთან დაკავშირებით, არასწორი იქნება. თუმცა, ვართ დარწმუნებულები, რომ პრინციპულად მოვახერხებთ იმ შედეგის გამეორებას, რაც 2017 წელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა.”

თუ "ქართული ოცნება" შეეცდება თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პარლამენტს დავტოვებთ: "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის"

"პარლამენტის დატოვების მზაობა ახლავე თუ არ გამოვაცხადეთ, საზოგადოების ნაწილში არ იქნება სათანადო მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების ნაწილმაც შეიძლება ჩათვალოს, რომ საბოლოოდ ოცნებას მაინც თავისას გავატანინებთ" - წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, 28 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთახნმების ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარტია მზად არის კეთილი ნებით, არათუ ხმების 43%-ით, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები