მამა-შვილი, ლენი და ზოი კრავიცები ჩემოდნებისა და ჩანთების ამერიკული ბრენდის, TUMI ახალი კოლექციის, Alpha 3 სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოსესია, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე გაიმართა, მართლაც ეფექტური გამოვიდა. კადრებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა ლეიბლმა ცნობილი ოჯახის წევრები ერთად და ცალ-ცალკე, ატლანტის ოკეანისა და ქვეყნის პეიზაჟების ფონზე გადაიღო.
ცნობილია, რომ ჩემოდნებისა და ჩანთების ფასი 35-დან 1,175 დოლარამდე მერყეობს.