LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lenovo ახალ Motorola-ზე მუშაობს

63

2016 წელს კომპანია Lenovo-მ Motorola-ს ბრენდით ახალი მოდელები წარმოადგინა. Moto E, Moto G და Moto X. ასევე ფლაგმანები Moto Z და Moto Z Force.

გავრცელდა ინფორმაცია კომპანიის მიერ ახალ მოდელზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. დივაისი Moto M-ის სახელით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ დეტალებს GFXBench-ის ბაზაზე დაყრდნობით საიტი TENAA ავრცელებს. სანდო წყაროების მიხედვით Motorola-ს ახალი მოწყობილობა 4.6 ან 5.5 დიუმიანი FullHD დისფლეით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც თითის ანაბეჭდების სენსორი და 16 (ცენტრალური) – 8 (წინა) მეგაპიქსელიანი კამერები ექნება.

დივაისი Mediatek-ის პროცესორზე MT6750 – ზე ან Helio P10-ზე იმუშავებს. მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერება 3 GB-ით განისაზღვრა. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას გაჯეტის მინიმალური მეხსიერება 32 GB იქნება. ბატარეის ენერგოტევადობა 3000 მილიამპერ/საათს შეადგენს. დივაისი ქარხნულად Android Marshmallow-ზე იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები