ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულია მდინარეები, მათ შორის მდ. ლასკადურა. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი მონაკვეთი წაიღო.
ინფორმაცია “ფორტუნას” მუნიციპალიტეტში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ამ წუთებში სტიქიის ადგილზე იმყოფება რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი.
ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, 4 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. რეგიონში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.
“ფორტუნა” ამ წუთებში დამატებით დეტალებს არკვევს.