ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტროფიკაცია დაიწყება.
ამის შესახებ მთავრობის დღეავნდელი სხდომის დასრულების შემდეგ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგევლიძემ განაცხადა.
დავარი, მანანური, ხაჩეში და ცხუმალდი ის სოფლებია, რომელთაც, გუბერნატორის თქმით ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიწოდებოდათ.
“მინისტრთა კაბინეტის გადაწვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყო საჭირო სახსრები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ელექტროფიკაცია დაიწყება. 27 წელია ამ სოფლებში ელექტროენერგია არ ყოფილა. სოფლებში ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ მოსახლეობა დაბრუნდება” – განაცხადა მარგველიძემ.