ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „სარკესთან“ (28 მაისის ნომერი) დედის, ლელა თურმანიძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის ყველასგან გამორჩეული იყო:
„დედაჩემი მართლაც ლამაზი იყო და ახლაც ლამაზია.თეატრალურში ყველასგან გამოირჩეოდა. ტყავის ორეულები ეცვა და მოტოციკლეტით დადიოდა. დედაჩემზე ბევრჯერ უთქვამთ, ისეთი ლამაზი და შარმიანი გოგო იყო, მთელი თეატრალური ინსტიტუტი მასზე საუბრობდაო. დედაჩემი უფრო ღია ფერის ქალბატონია, მე მამას მამსგავსებენ. შეიძლება, დედას რაღაცებში ვგავარ, მაგრამ უფრო მამისკენ ვიხრები…“