ახლა მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ამბავი 47 წლის ლეონარდო დიკაპრიოსა და 27 წლის ჯიჯი ჰადიდის რომანტიკული კავშირია. ახლახან ცნობილი გახდა, რომ მოდელი და ოსკაროსანი მსახიობი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. მათი გზები მილანში, მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ, „ვერსაჩეს“ ჩვენებაზე გადაიკვეთა. იმ საღამოს ჰადიდი პოდიუმზე კაპიუშონიანი, მუქი ლურჯი კაბით იწონებდა თავს.
ჩვენების შემდეგ გაიმართა გლამურული წვეულებაც, სადაც ლეო მეგობრების გარემოცვაში გადაიღეს, იქვე იყო ჯიჯიც. თუკი ინსაიდერებს დავუჯერებთ, ლეო იტალიაში სპეციალურად ჯიჯის სანახავად ჩავიდა.
მუჰამედ ჰადიდმა ქალიშვილისა და ლეონარდო დიკაპრიოს რომანზე პირველი კომენტარი გააკეთა