LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუჰამედ ჰადიდმა ქალიშვილისა და ლეონარდო დიკაპრიოს რომანზე პირველი კომენტარი გააკეთა

2587
page

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდის სასიყვარულო კავშირია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი მოდელის მამამ, მუჰამედ ჰადიდმა გააკეთა. „დეილი მეილისთან“ ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ ჯიჯი და ლეო ძველი, კარგი მეგობრები არიან.

„მისტერ დიკაპრიო 5 წლის წინ, სენ-ტროპეში გავიცანი, ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ის და ჯიჯი უკვე დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. მე ჩემს ქალიშვილთან ლეონარდოს შესახებ არ მისაუბრია, არ მგონია, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან. მე ჩემი შვილის პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ, არ ვიცი, ვის ხვდება“, – აცხადებს მოჰამედი.

ჯიჯი ლეოს ყველა ყოფილთან მეგობრობს – ახალი დეტალები და ვარსკვლავების პირველი გამოჩენა საბედისწერო ჟღურტულის შემდეგ

ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ერთად პირველად გამოჩნდნენ – 47 წლის ლეო 27 ლის ჯიჯიზეა შეყვარებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები