შაკირას მხარდამჭერი ადამიანების წრე სულ უფრო ფართოვდება. ამჯერად ამ სიას ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, ლეო მესის ოჯახიც უერთდება. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური გამოდგა ლეო მესის მეუღლემ, ცნობილი ინფლუენსერი, ანტონელა რაკუცო. ცნობილია, რომ შაკირა და ანტონელა ახლო მეგობრები არასოდეს ყოფილან, თუმცა ამ რთულ სიტუაციაში, ანტონელამ შაკირას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ამ დასკვნამდე გამოცემები მივიდნენ მას შემდეგ, რაც შაკირას პოსტებზე ანტონელას მხარდამჭერი კომენტარები იხილეს. შაკირას პოსტს, რომელიც მან პიკეს ღალატს მიუძღვნა, ანტონელა რაკუცოს გულითადი კომენტარები მოჰყვა. ასევე შაკირას ცნობილ ჰიტზე, ანტონელამ საკუთარი მხარდამჭერი კომენტარი გააკეთა. ამით ცხადი გახდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი და მის მეუღლე ამ სკანდალურ დაპირისპირებაში, შაკირას მხარეს დგანან.
ჟერარ პიკე და მისი ახალი შეყვარებული ბარიდან გამოაგდეს – ბარის მეპატრონე შაკირას ფანი აღმოჩნდა