„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თავის ქვეყანას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა. არგენტინაში სუპერვარსკვლავის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს, მათ შორის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 50 აპარატი.
არგენტინული მედიის ცნობით, მესიმ სამშობლოში ექიმებისათვის აუცილებელი სპეციალური ეკიპირებაც გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ ლეო არგენტინას აქამდეც დახმარებია სამედიცინო აღჭურვილობით.
არგენტინა, ისევე როგორც სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნები საკმაოდ დაზარალდა პანდემიისგან. ამ დროისათვის ქვეყანასი ინფიცირების 250 000-ზე მეტი შემთხევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 5000-ზე მეტი ადამიანი.