ლეონელ მესის მეუღლე, ცნობილი ინფლუენსერი ანტონელა რაკუზო ბრწყინავდა დევის ბექჰემის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ლამაზმანი ვიქტორია ბექჰემის მიერ შექმნილ კაბაში იყო გამოწყობილი.
ეს კაბა 2024 წლის კოლექციიდან იყო შერჩეული, რომელიც ვიქტორიამ ფილმის „ძირითადი ინსტინქტის“ ინსპირაციით შექმნა. ეს გახლდათ საღამოს მწვანე ასიმეტრიული კაბა, ზურგზე დიდი ჭრილითა და მინიმალური აქსესუარებით.