სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ნაწილს კომპენსაცია გადაეცა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტმა, კახა წერეთელმა, განაცხადა.
მისი განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარდაცვლილთა იმ ოჯახებთან, რომლებსაც კომპენსაცია არ მიუღიათ.
როგორც კახა წერეთელმა აღნიშნა, მომხდარის გამო, საგამოძიებო ორგანოში სასტუმროს თანამშრომელთა დაკითხვა და სასტუმროში ექსპერტების მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე, გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე იყო. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 22 ადამიანს. მომხდარ ფაქტთან გამოძიება მიმდინარეობს.