LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დაავალდებულა, რომ ქალს, რომელსაც ქმარმა ხელები მოაჭრა, კომპენსაციის სახით 370 000 ევრო გადაუხადოს

240
63715F4F-BDA4-44A0-992D-A5502E18BA0B

რუსეთში ქალს, რომელსაც ქმარმა ხელები მოაჭრა, კომპენსაციის სახით, 370 000 ევრო უნდა გადაუხადოს. ვალდებულება ქვეყანას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკისრა. 

როგორც BBC წერს, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ვერ გაუმკლავდა ოჯახში ძალადობას და მას დააკისრა, რომ ძალადობის მსხვერპლ 4 ქალს კომპენსაცია გადაუხადოს.

მათ შორის არის მარგარიტა გრაჩევა, რომელიც 2017 წელს ქმარმა მოიტაცა, ტყეში წაიყვანა და ორივე ხელი მოაჭრა. 

გამოცემის ცნობით, ქალმა არაერთხელ მიმართა პოლიციას მეუღლის მხრიდან აგრესიული ქმედებების შესახებ, თუმცა სამართალდამცველებმა ეს დააიგნორეს.

ამჟამად გრაჩევას ყოფილი ქმარი დაკავებულია და მას 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

სასამართლოს განცხადებით, მისი საქმე აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობა არ შეიმჩნია მანამ, სანამ ის არ გამწვავდა და ფიზიკური დაზიანებები არ გამოიწვია.

ევროპული სასამართლოს განცხადებით, რუსეთში მსგავსი ოჯახური ძალადობის შემთხვევები ქალებთან მიმართებით „გამაოგნებელ მასშტაბებს“ აღწევს.

სასამართლომ რუსეთს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილებები იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს.

BBC ასევე წერს, რომ რუსეთმა ერთხელ უკვე უარი თქვა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კომპენსაციის გადახდაზე.