LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: „სტრასბურგის გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი, რომ ბორდერიზაცია არის სრულიად უკანონო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებელია რუსეთი“

128
რატი ბრეგაძე

„ერთია – ჩვენ თავად ვიცოდეთ, რომ მართლები ვართ, მაგრამ მეორეა, რომ სწორედ ამ სიმართლით შეიარაღებული წარვდგეთ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

აღნიშნულით იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურეა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან მძლავრი სამართლებრივი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სრულად შეერაცხება რუსეთის ფედერაციას და პასუხისმგებელია ეს სახელმწიფო. ასევე ბორდერიზაციის პროცესი არის სრულიად უკანონო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დასმულ კითხვაზე, საქართველოს ხელისუფლებას დამატებით კიდევ რამდენი საჩივარი აქვს შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, რატი ბრეგაძემ უპასუხა:

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა

„როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლო აღარ იღებს სარჩელებს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი უკვე აღარ არის ევროსაბჭოს წევრი და ეს გამარჯვება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლად ვიყოთ შეიარაღებული ძალიან მძლავრი სიმართლით, რათა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად ერთობლივად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის“. – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

პოპულალურები