LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდ კოენის სახლთან თაყვანისმცემლებმა სანთლები დაანთეს და მის სიმღერებს ასრულებენ

118

ლეონარდ კოენის სახლთან, მონრეალში, მისი თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ. გარდაცვლილი მომღერლის პატივსაცემად ასზე მეტმა ადამიანმა სანთლები დაანთო, მათ ცრემლების შეკავებაც უჭირთ.

ერთ-ერთი თაყვანისმცემლის თქმით, კანადელები ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით იყვნენ დამწუხრებული და ახლა  შეიტყეს მათი საკულტო მომღერლის გარდაცვალების შესახებ, რამაც კანადელებს გული საშინლად ატკინა.

CBC-ს ჟურნალისტი ელისონ ნორფკოტი „ტვიტერზე“ წერს, რომ კოენის თაყვანისმცემლები მომღერლის სახლის წინ მისი რეპერტუარიდან სიმღერებს ასრულებენ.

კანადელი მომღერალი, პოეტი და მწერალი ლეონარდ კოენი 11 ნოემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოსამშვიდობებელი ცერემონია ლოს-ანჯელესში შედგება.

ოქტომბერში მან ახალი, მეთოთხმეტე ალბომი გამოუშვა სახელწოდებით You Want It Darker.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g