LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე რომანტიკულ შვებულებას იტალიაში ატარებენ (ფოტო)

683
dcprmrn

ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე რომანტიკულ შვებულებას იტალიაში, კომოს ტბის ნაპირზე ატარებენ. შეყვარებულები პაპარაცებმა ტბასთან სეირნობისას გადაიღეს, სადაც წყვილი ფოტოების გადაღებით ირთობდა თავს. 22 წლის კამილა ბრწყინავდა თეთრი ფერის საზაფხულო კაბაში, ლეო კი ტრადიციისამებრ ჰუდსა და შორტებში იყო გამოწყობილი.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ლეო და კამილა შეყვარებულები და ბედნიერები არიან. ისინი მთელი დღის მანძილზე ერთმანეთს ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი, ერთად პოზირებდნენ საერთო ფოტოებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g