ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო და მისი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი ტერი ტამინენი ნიუ-იორკში აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ.
მხარეებმა გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრეს, რაც მომავალში ეკონომიკას გააძლიერებს. პრეზიდენტსა და მის ქალიშვილს, ივანკა ტრამპს, ასევე საპრეზიდენტო გუნდის სხვა წევრებს მათ სუფთა ენერგიისა და შედეგად მომავალში მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ დიკაპრიო აქტიურად იბრძვის ველური ბუნების დასაცავად. ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გამოვიდა მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „პლანეტის გადარჩენა“, რომლის ნახვასაც მას ტრამპი დაპირდა.
ტამინენმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი მათ შეხვედრას ინვარშიც დაპირდა.
