ინტერნეტში გამოჩნდა ლეონარდო დიკაპრიოსა და მოდელ ნინა აგდალის რომანტიკული ფოტოები. ამ დრომდე მედია ცდილობდა გაერკვია, რა აკავშირებდა ოსკაროსან მსახიობს ყოფილ შეყვარებულთან. ახალი ფოტოებით კი დადასტურდა, რომ მსახიობი და მოდელი კვლავ შეყვარებულები არიან. ფოტოებზე დიკაპრიო უზომოდ შეყვარებული ჩანს და წუთითაც არ შორდება ნინა აგდალს.
შეგახსენებთ, რომ მათი რომანის შესახებ ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. მსახიობი და მოდელი 2014 წელსაც ხვდებოდნენ ერთმანეთს.