ლეონარდო დიკაპრიო აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ფილმს The Revenant, რომელიც რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ გადაიღო და თავად კი მთავარ როლს ასრულებს.
მსახიობი აქტიურად ეკონტაქტება ჟურნალისტებს , რამდენიმე დღის წინ კი ჰოლივუდის თეატრ Linwood Dunn-ში იმყოფებოდა, სადაც ფილმთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორების ყურადღება ლეოს მაჯაზე ქსესუარმა მიიპყრო – მსახიობს ეკეთა ისეთივე წითელი ძაფის სამაჯური, როგორსაც კაბალას მიმდევრები ატარებენ.
საკუთარ რელიგიურ მრწამსზე კომენტარი მსახიობს არ გაუკეთებია.