ცნობილმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ პირველი ოსკარი აიღო – მსახიობს ჯილდო ფიმისთვის „გადარჩენილი“ ერგო, ნომინაციაში “საუკეთესო მამაკაცი მსახიობი”. ლეო უკვე 6-ჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, თუმცა კინოაკადემიის ჯილდოს მოპოვება მხოლოდ ახლა შეძლო.
ლეონარდოსთვის აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება მარტივი არ ყოფილა. დიკაპრიო და „ოსკარი“ უკვე დიდი ხანია კინომოყვარულებისთვის ხუმრობის საგანია, ამ თემაზე უამრავი ცნობილი მემე შეიქმნა.
2016 წლამდე ლეო უკვე 5-ჯერ იყო ნომინირებული, თუმცა წლიდან წლამდე მას მხოლოდ იმედგაცრუება ელოდა. დღეს კი მან ბოლოს და ბოლოს შეძლო „ოსკარის“ აღება.
დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მსახიობს ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმმა The Revenant (“გადარჩენილი“) მიიღო. საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციისთვის ლეოსთან ერთად ედი რედმეინი, მაიკლ ფასბენდერი, ბრაიან კრენსტონი და მეთ დეიმონი იბრძოდნენ.